ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელად გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის საბჭო. მისივე ცნობით, ახალი ხელმძღვანელი ამ თანამდებობას 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე დაიკავებს. საბჭოს ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ბეტინა ბუღანის აქამდე სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა გაეროსა და საფრანგეთის ჟანდარმერიაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში. ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა. ...