საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, მან საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია და გერმანიაში, ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და სათადარიგო დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის ბედი გადაწყვიტა პენალტების სერიამ, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:2 გაიმარჯვეს. три ევრო 2024-ის ფინალურ ნაწილში საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან ერთად იქნება ჯგუფში. три დღეს ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა უკრაინის ნაკრებმაც, რომელმაც პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ანგარიშით 2:1 დაამარცხა ისლანდიის გუნდი. ევროპის ჩემპიონატის მატჩები 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება გერმანიაში. ევრო 2024-ის მატჩებს უმასპინძლებს ათი ქალაქი: ბერლინი, დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, ჰამბურგი, კიოლნი, ლაიფციგი, მიუნხენი და შტუტგარტი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მონაწილე გუნდებს შორის არ იყო რუსეთი, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების გამო აეკრძალა მონაწილეობა. ...