დღეიდან, 28 მარტიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და უკან მგზავრებს ავტობუსი მოემსახურება. ტრანსპორტი ისე იმოძრავებს, რომ მოსახერხებელი იქნება ყველა ავიარეისის მგზავრებისთვის. მგზავრობის საფასური 5 ლარია, გადახდა კი ნებისმიერი საბანკო ბარათით შეიძლება; აეროპორტიდან ქუთაისში ჩასული ავტობუსი რუსთაველის 9ა-ში გაჩერდება - DMO იმერეთის შენობის წინ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტობუსები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის 3 ავტობუსი შეიძინა, ჯამში 1 398 300 ლარად. ხელშეკრულება დაიდო შპს „ჯი-თი გრუპ-თან". თითოეულ ავტობუსს შეუძლია სულ მცირე 45 მგზავრის გადაყვანა და ადაპტირებულია შშმ პირებზე. ამ დრომდე ავტობუსი ქუთაისის აეროპორტიდან მხოლოდ თბილისისა და ბათუმის მიმართულებებით მოძრაობდა. ...