ბაკურიანში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართული არიან სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღნიშნავს, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ...