მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიამ კოლოსალური დანაკარგები განიცადა, მოწინააღმდეგეს არსებითი უპირატესობა ჰქონდა, რაც გახდა დონეცკის რაიონის ქალაქ ავდეევკიდან უკრაინული შეიარაღებული ძალების გასვლის ერთ-ერთი მიზეზი, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ „უკრინფორმთან“ ინტერვიუში. "ჩვენ ავდეევკიდან გავიყვანეთ ჩვენი ძალები, რადგან მტერს მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა შეტევითი ქვედანაყოფებისა და საშუალებების მხრივ. მართვადი ბომბებით მუდმივი დაბომბვის გამო დაირღვა ჩვენი თავდაცვის მთლიანობა, რამაც მტერს თანდათანობითი წინსვლის საშუალება მისცა", - განაცხადა გენერალმა სირსკიმ. უკრაინელი გენერლის თქმით, თავისი უარყოფითი როლი ითამაშა ასევე არტილერიისთვის საჭირო საბრძოლო მასალის დეფიციტმა, რამაც „მოცემულ პირობებში ხელი შეუშალა ეფექტურ კონტრბატარეულ ბრძოლას." ოლექსანდრ სირსკის თქმით, პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც სამხედრო სარდლობამ ავდეევკის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „სამწუხაროდ, ამ ბრძოლების დროს ტყვედ ჩავარდა 25 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ეს არის ომი... რუსი პროპაგანდისტები ცდილობენ, დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების სხვადასხვა ვიდეორგოლი გამოიყენონ უკრაინის თავდაცვის ძალების დისკრედიტაციის, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და უკრაინელებში პანიკის გავრცელების მიზნით", - დასძინა გენერალმა სირსკიმ. ასევე ნახეთ როგორ ტოვებდა უკრაინის არმია ავდეევკას. და რა მოხდა შემდეგ? 2024 წლის 16 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკიდან უკრაინის სამხედრო დანაყოფების გაყვანისა და მათი უფრო „ხელსაყრელ პოზიციაზე გადაჯგუფების“ გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინული ჯარების ჯგუფის, „ტავრიის“ მეთაურმა ალექსანდრ ტარნავსკიმ მეორე დღეს განაცხადა, რომ 17 თებერვლის ღამეს უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა „ალყის თავიდან აცილების და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით“ დატოვა. ავდეევკის აღების შემდეგ, რუსეთის ძალებმა ქალაქის გარშემო მდებარე რამდენიმე სოფელი და დასახლებული პუნქტი აიღეს და როგორც უკრაინის ხელისუფლება ფლობს ინფორმაციას, გაზაფხულის ბოლოს ახალი შეტევითი ოპერაციისთვის ემზადებიან. "რუსეთი ამზადებს კონტრშეტევებს, ეს შეიძლება იყოს მაისის ბოლოს ან ივნისში. ამისთვის არა მხოლოდ უნდა მოვემზადოთ, არა მხოლოდ სტაბილიზაცია მოვახდინოთ, რადგან ზოგჯერ პარტნიორები ძალიან ბედნიერები არიან, რომ სტაბილიზაცია (ფრონტზე სიტუაციის - რედ.) მოვახდინეთ. გვამხნევებენ: კარგია, თქვენ ძალა შეგწევთო. არა, ახლა დახმარება გვჭირდება შესაბამისი ბრიგადების მოსამზადებლად, რომლებსაც ჩვენი მი...