იუსტიციის სახლებში რამდენიმე სერვისის მიწოდება შეფერხებულია. გამოქვეყნებულ განცხადებაში ამის მიზეზად დასახელებულია ტექნიკური ხარვეზი. „დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია [... ნაწილი] სერვისების გაცემა... ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები“, - წერია იუსტიციის სახლის განცხადებაში. ამჟამად შეფერხებულია შემდეგი უწყებების სერვისები: საჯარო რეესტრი; ეროვნული არქივი; აღსრულების ბიურო; ნოტარიუსთა პალატა. შეფერხების აღმოფხვრის შემდეგ იუსტიციის სახლები 23:00 საათამდე გაზრდიან სამუშაო დროის ხანგრძლივობას. ...