ისრაელი აგრძელებს სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში, პალესტინელთა ტერიტორიაზე. 29 მარტს დაბომბვის შედეგად მოკლული იქნა ათეულობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე. Reuters-ის, ამავე ცნობით, რომელიც პალესტინელ ოფიციალურ პირებს და ისრაელის სამხედროებს ეყრდნობა, 29 მარტს განხორციელდა საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები. ამასთან, ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ ღაზის „ალ შიფას“ საავადმყოფოს არეალში. პალესტინელი მოხელეების თანახმად, ისრაელის ორი იერიშის დროს, რომელიც ალ-შეჯაიას გარეუბანში განხორციელდა, 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო პალესტინელი ლტოლვილების ბანაკ ალ-მაღაზიში, საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათი ძალები განაგრძობენ ოპერაციას აშ-შიფის გარშემო და „მშვიდობიან მოსახლეობას, პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს, ასევე სამედიცინო ინფრასტრუქტურას ნაკლებ ზიანს აყენებენ. ისრაელის არმია დასძენს, რომ ბოლო დღეს მათ მოკლეს მოწინააღმდეგის რამდენიმე მეომარი და მიაგნეს იარაღს, ასევე სამხედრო ინფრასტრუქტურას. სამხედრო ქმედება ისრაელმა დაიწყო ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი), მეომრების ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ. 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში შეჭრის შედეგად დაიღუპა 1200 ადამიანი, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს. ისრაელის არმიის მოქმედებას ღაზის სექტორში 32 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. ასევე ნახეთ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ომის ხუთი თვის მანძილზე დაღუპულია მინიმუმ 32226 ადამიანი ...