ნიდერლანდის პოლიციის თანახმად, ამ ქვეყნის ქალაქ ედეში მძევლების აყვანის ინციდენტი დასრულდა, ყველა მძევალი თავისუფალია, დააკავეს ერით პირი. „ამ წუთში გათავისუფლდა ბოლო მძევალი, „ერთი პირი დაკავებულია, ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შეგვიძლია“ იტყობინება პოლიცია X-ის საშუალებით. მედიის თანახმად, ღამით, შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი აიყვანა მძევლად და ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა. არ იყო ცხადი, რამდენი პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი. ჟურნალისტებმა დაინახეს სამი თანამშრომელი, რომლებიც შენობიდან აწეული ხელებით გამორბოდნენ. შემთხვევის ადგილზე, რომელიც ქალაქის ცენტრშია, პოლიციის რამდენიმე საგანგებო რაზმი გაიგზავნა, იტყობინება პოლიცია სოციალური ქსელის საშუალებით. საზოგადოებას სთხოვეს, მოშორდეს შემთხვევის არეალს. გარშემო მდებარე 150 სახლიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. De Telegraaf-ი, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ღამის კლუბ Petticoat-ში შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავდა აყვანილი. ტელეკომპანია NOS-ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მიყვანილი ჰყავდათ დისტანციური მართვის რობოტი, ასევე გამნაღმველები და პოლიციელები დამცველი კოსტიუმებით. ედესთან სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია, იტყობინება სარკინიგზო ოპერატორი NS-ი. ბოლო წლებში ნიდერლანდში რამდენიმე ტერაქტი მოხდა, მაგრამ არა ისეთი მასშტაბებისა, როგორიც საფრანგეთსა თუ ბრიტანეთში. ყველაზე სერიოზული ინციდენტი, რომელიც ტერორისტულ თავდასხმას წარმოადგენდა იყო 2004 წელს ამსტერდამში, ქუჩაში, ღიად ანტიისლამისტი კინორეჟისორი და პუბლიცისტი, ტეო ვან გოხის მკვლელობა პირის ხელით, რომელიც ნიდერლანდის ისლამისტურ ქსელთან იყო დაკავშირებული. ასევე ნახეთ ნიდერლანდში ტერაქტი აღკვეთეს ...