დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ორი მიწისძვრა მოხდა თბილისის დროით 17:44-სა და 17:50 საათზე. ეპიცენტრი ორივე შემთხვევაში რაჭაში, ონის რაიონში იყო, თუმცა რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ადგილას. პირველის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდა იყო, მეორისა კი - 4.8. პირველის ეპიცენტრი ქალაქ ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით ათ კილომეტრში, სოფელ ირიდან კი ერთ კილომეტრში იყო. მეორისა - ასევე ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამ კილომეტრში, სოფელ სორგითში. მოქალაქეები ფეისბუკზე წერენ, რომ ბიძგები იგრძნეს იმერეთშიც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. три ...