დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალაში და ქალაქ კასპიისკში გამთენიიდან ამოქმედდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. ამის შესახებ იტყობინება "ინტერფაქსი", ФСБ-ს ადგილობრივ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით. დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები. იტყობინებიან, რომ სპეცრაზმს ალყაში ჰყავს სავარაუდო ტერორისტები, რომლებიც ამ ორი ქალაქის რამდენიმე ბინაში აღმოაჩინეს. მოხდა ირგვლივ მდებარე სახლების მცხოვრებთა ევაკუაცია. „რია ნოვოსტის“ ცნობით, კასპიისკის ერთ-ერთ ბინაში ორი ტერორისტია ბლოკირებული. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მაღალსართულიანი სახლის ერთ-ერთი ბინიდან კვამლი გამოდის. ადგილოვრივი მედია იუწყება, რომ სამართალდამცველებმა ინფორმაცია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შედეგად მიიღეს. იტყობინებიან, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ვითარების განმუხტვამდე გაგრძელდება. ...