თურქეთის ხმის უფლების მქონე მოქალაქეები 31 მარტს ადგილობრივ მთავრობებს ირჩევენ. ყველას მზერა მიპყრობილია სტამბოლზე, სადაც ხუთი წლის წინ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ისლამურ-კონსერვატიულმა პარტიამ ოპოზიციასთან ბრძოლა წააგო და ახლა იმედი აქვს, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ქალაქს ხელიდან გამოაცლის "რესპუბლიკურ სახალხო პარტიას". თურქეთის მედია იტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, სტამბოლში ოპოზიცია წინაა. არჩევნები მიმდინარეობს მძვინვარე ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურების ფონზე და ბევრი ამომრჩეველი გაურკვევლობაშია. "ვინც სტამბოლში გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს თურქეთში", - გაიხსენა ერმან ბაკირჩიმ, კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია Konda-ს სოციოლოგმა ერდოანის მიერ ერთ დროს ნათქვამი სიტყვები. სტამბოლს მართავს ერდოანის პოლიტიკური მეტოქე "რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან", ექრემ იმამოღლუ. სტამბოლის მერობის კანდიდატი ერდოანის პარტიიდან არის მურათ ქურუმი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი. სტამბოლის მერი ერდოანის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა ასევე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. მოელიან, რომ დედაქალაქ ანკარაში პოსტს შეინარჩუნებს მოქმედი მერი მანსურ იავაში. მომავალში იავაშიც ერდოანის პოტენციური მეტოქეა. იავაშის კონკურენტმა ამ არჩევნებში, ერდოანის პარტიის წარმომადგენელმა და ანკარის ქეჩიტორენის რაიონის მერმა თურგუთ ალთინოკმა ამომრჩეველთა მოწონება ვერ მოიპოვა. ასევე ნახეთ ერდოანი: 31 მარტის არჩევნები ჩემთვის ბოლო კენჭისყრა იქნება ასევე ნახეთ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა ერდოანთან მოსალაპარაკებლად ...