ჯანდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, 31 მარტს ისრაელის თავდასხმებს ღაზის სექტორში ათობით პალესტინელი ემსხვერპლა მაშინ, როცა ეგვიპტე ისრაელის დელეგაციას მასპინძლობდა მოლაპარაკებების ახალი რაუნდზე, რომლის მიზანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა ღაზაში ჰამასის მეთაურებთან. ალ-აქსის საავადმყოფოზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ოთხი პირი დაიღუპა და 17 დაშავდა, განაცხადა X-ის საშუალებით ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰამონ ღებრეიესუსმა 31 მარტს. ამის ფონზე დაპირისპირებულმა მხარეებმა გაააქტიურეს მოლაპარაკებები კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით, 130 მძევლიდან 40-ის სავარაუდო გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელის საომარი მოქმედების ექვსკვირიანი შეჩერების საკითხზე. ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული) 240 მძევალი აიყვანა 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში განხორციელებული იერიშის დროს. ამ თავდასხმას 1200 პირი ემსხვერპლა. ისრაელის საპასუხო თავდასხმის შემდგომი დაბომბვების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32 ათასს აჭარბებს. ისრაელი სისტემატურად უშენს ცეცხლს მეზობელ ლიბანს, საიდანაც ისრაელის მიმართულებით ჭურვებს ისვრიან ხოლმე. ლიბანში მოქმედებს ჰეზბოლა, რომლის ერთ-ერთი მეთაურის მოკვლის შესახებ ცნობა ისრაელმა 31 მარტს მას შემდეგ გაავრცელა, რაც მორიგი თავდასხმა განახორციელა ლიბანში. ასევე ნახეთ ისრაელის არმიამ გააგრძელა ღაზის სექტორის დაბომბვა, მოკლულია ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე ასევე ნახეთ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით ...