ფინეთის ქალაქ ვანტააში სამშაბათს დილით სროლა იყო სკოლაში. სამი ბავშვი დაიჭრა, ისინი საავადმყოფოში მოათავსეს, წერს სააგენტო Reuters-ი ფინეთის პოლიციაზე დაყრდნობით. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, სროლა იყო ვიორტოლის რაიონის სკოლაში, რომელშიც 800 მოსწავლეა პირველიდან მეცხრე კლასამდე და მასში 90 ადამიანი მუშაობს. პოლიციაში განაცხადეს, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომელიც 13 წლისაა. დაშავებულები აგრეთვე 13 წლისანი არიან. „უშუალო საფრთხემ ჩაიარა“, - თქვა სკოლის დირექტორმა, რომელმაც თავი შეიკავა ინციდენტის დეტალებზე კომენტარის გაკეთებისგან. ვანტაა ფინეთის სიდიდით მეოთხე ქალაქია. მისი მოსახლეობა 240 ადამიანს შეადგენს. ასევე ნახეთ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნის, ფინეთის პრეზიდენტმა ბედნიერების სამი მიზეზი დაასახელა ...