საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) მოძრაობა დროებით შეიზღუდება. დეპარტამენტი აზუსტებს, რომ პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, რიკოთის გვირაბში 3 აპრილიდან 5 აპრილამდე, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად იქნება შესაძლებელი. დროის ამ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - აცხადებს დეპარტამენტი. ასევე ნახეთ გზების დეპარტამენტი: არაგვის ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარის გარდა, სამუშაოები დასრულებულია ...