რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ დნიპროზე, სადაც დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია. ამის შესახებ განაცხადა დნიპროს სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა, რომლის ინფორმაციითაც, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ქალაქის ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დნიპროზე თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის დიდი ქალაქები თითქმის ყოველდღიურად არიან მასიური სარაკეტო თავდასხმების სამიზნე. სამშაბათს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის დირექტორატის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, რუსეთის არმიის შეიარაღებაში დაახლოებით 950 ოპერატიულ-სტრატეგიული და სტრატეგიული დონის რაკეტა რჩება. უკრაინის სამხედრო დაზვერვის პროგნოზით, „რუსეთმა შეიძლება განახორციელოს კიდევ რამდენიმე მასიური კომბინირებული შეტევა, ვიდრე მას მარაგის შესავსებად პაუზის გაკეთება დასჭირდება“. 2024 წლის პირველ კვარტალში რუსეთმა კიევს 180 გამანადგურებელი საშუალება ესროლა, აქედან - 139 რაკეტა. მათ შორის იყო ხუთი ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“. ამის შესახებ ნათქვამია კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს 1 აპრილის განცხადებაში. ასევე ნახეთ კიევის სამხედრო ადმინისტრაცია: რუსეთმა წელს ქალაქს ესროლა ხუთი ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“ ასევე ნახეთ უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დრონი ჩამოუგდეს ასევე ნახეთ რაკეტებითა და დრონებით რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ, ზელენსკი პირობას დებს, რომ უკრაინა "გაძლებს" ...