ისრაელის ახლო მოკავშირეებმა, მათ შორის აშშ-მა, 3 აპრილს დაგმეს ჰუმანიტარული კომპანიის შვიდი თანამშრომლის დაღუპვა ღაზაზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად. ამ შემთხვევამ რამდენიმე ჰუმანიტარულ ორგანიზაციას უბიძგა, შეეწყვიტა საკვების შეტანა პალესტინელებთან, რომლებსაც მწვავე შიმშილი ემუქრებათ. ორგანიზაცია World Central Kitchen-ის თანამშრომელთა დაღუპვამ წინაღობა შეუქმნა აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, გაიხსნას საზღვაო კორიდორი დახმარების შესატანად კვიპროსიდან ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც ჰუმანიტარული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელი უჩვეულო პირდაპირობით გააკრიტიკა - მისი სიტყვების თანახმად, ეს ინციდენტი მოწმობს, რომ ისრაელი საკმარისს არ აკეთებს სამოქალაქო პირების დასაცავად. ასევე ნახეთ სასურსათო ორგანიზაცია WCK-ის თქმით, ღაზაში ისრაელის ჯარების ცეცხლს ემსხვერპლა მისი ექვსი თანამშრომელი ...