2 აპრილს, ღამით, სანქტ-პეტერბურგში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის ოპოზიციის ცნობილი აქტივისტი და საბჭოთა წლების დისიდენტი ალექსანდრ სკობოვი, - აცხადებენ მისი ახლობლები. 66 წლის სკობოვი გასულ თვეში დაუმატეს რუსეთის "უცხოეთის აგენტების" სიას. დაკავებამდე ორი დღით ადრე, სკობოვმა ვებსაიტ Okno-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც გამოვიდა მოწოდებით, მხარდაჭერა აღმოეჩინოს რუსი მოხალისეების ჯგუფებს, რომლებიც უკრაინის არმიის მხარდამხარ იბრძვიან უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების წინააღმდეგ. ამავე ინტერვიუში სკობოვმა დაგმო რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ასევე ნახეთ რა ელის რუსეთს არჩევნების შემდეგ? ...