საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მხარს უჭერს თავისი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ხელახლა, ამჯერად უკვე საბოლოოდ, მიიღოს „აგენტების კანონი“ და აცხადებს, რომ „დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ“. 3 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში პრემიერი კობახიძეც, თანაგუნდელების მსგავსად, „გამჭვირვალობაზე“ საუბრობს და წერს, რომ მისი პრემიერობის პირველივე დღიდან „საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება მყისიერად საჯაროვდება“. ასევე ნახეთ მთავრობამ „ოცნების“ დეპუტატის კომპანიებს 5 მილიონი ლარი აპატია - ვცდილობთ გავერკვიოთ, რატომ? „საქართველოს მთავრობამ უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი. ახლა კი დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მაჯის საათები „როდესაც მართალი ხარ და არაფრის გაფუჭება არ გაქვს განზრახული, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის საუკეთესო გზა მანკიერებისა და შეცდომების თავიდან ასარიდებლად. ჩემთვის სწორედ გამჭვირვალობა ნიშნავს ევროპულობას, გაუმჭვირვალობა კი - არაევროპულობას. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს გაურბიხარ და წლიური ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებაც კი არ გსურს. ასეთ დროს, აშკარაა, რომ რაღაცას აფუჭებ და ეს რაღაც გაქვს დასამალი“, - წერს იგი. три კობახიძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ახალი კანონი „დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთან, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასთან, საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან, ომის პროპაგანდასთან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და დეზინფორმაციის ხარჯზე სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობასთან არის დაკავშირებული“. „არაევროპული ძალები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის არმიღებას ლობირებდნენ, ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ორუელისეული აბსურდი, რომ ომი არის მშვიდობა, შენება არის ნგრევა, წინსვლა არის უკუსვლა, ხოლო გაუმჭვირვალობა არის ევროპა. როდესაც ქართულ საზოგადოებას ცხოველების ფერმად განიხილავ და მისთვის ამ მასშტაბის სიცრუის მიყიდვას ცდილობ, აღარ უნდა გიკვირდეს, რომ იმ მწირ ნდობასაც კარგავ, რაც მანამდე გქონდა“, - აცხადებს პრემიერი. ...