თურქეთის ავიახაზების რეისი, რომელიც სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით მიფრინავდა, ქალაქ რიზეში ჩაფრინდა. როგორც რადიო თავისუფლებასთან ამბობს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენელი, თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქარის გამო ვერ დაჯდა. Flightradar-ის მონაცემებით, სტამბოლი-ბათუმის რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21:10 საათზე უნდა ჩაფრენილიყო, თვითმფრინავი დაფრენას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა. ...