რუსეთში დაბლოკილია კრიზისული ჯგუფის, "SK SOS-ის" ვებგვერდი, რომელიც საფრთხის ქვეშ მყოფ ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენელ ლგბტ ადამიანებს ეხმარება. "კავკაზ. რეალიის" ცნობით, ამის მიზეზად სახელდება ვებგვერდზე ისეთი მასალების განთავსება, რომლებიც, თითქოს შეიცავდეს "აკრძალულ ინფორმაციას არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა და (ან) მისი უპირატესობის შესახებ." როგორც "SK SOS-ი" აღნიშნავს, საუბარია სამ პუბლიკაციაზე: ორში მოთხრობილია უფლებადამცველთა მეურვეობის ქვეშ მყოფთა ისტორიებზე, ხოლო კიდევ ერთ ტექსტში ფსიქოლოგი განმარტავს, თუ რატომ ექვემდებარება რუსული საზოგადოების ნაწილი ჰომოფობიურ პროპაგანდას და რა შეიძლება გამოიწვიოს ხელისუფლების ქსენოფობიურმა პოლიტიკამ. სახელმწიფო მარეგულირებელმა კომპანია „როსკომნადზორმა“ ამ მასალების წაშლა მოითხოვა, რაზეც ორგანიზაციამ უარი განაცხადა. რუსეთში ჯგუფის ვებსაიტზე წვდომა შესაძლებელია VPN სერვისების საშუალებით. ადამიანის უფლებათა კრიზისულმა ჯგუფმა “SK SOS-მა" 2023 წელს მიიღო 243 საჩივარი, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა წლის (130) შედეგზე. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ყველა განაცხადის მეოთხედი დაღესტნიდან იყო შესული. მიმართვიანობის სიხშირით მეორე ადგილზეა ჩეჩნეთი, საიდანაც უფლებადამცველებმა ყველა განაცხადის 21% მიიღეს, შემდეგ მოდის ინგუშეთი (11.5%). წლის განმავლობაში, “SK SOS-ი" 67 ადამიანს დაეხმარა: 21-მა დატოვა რეგიონი, 29-მ კი - ქვეყანა. წლის განმავლობაში უფლებადამცველებმა 11 შუამდგომლობა, საჩივარი, შეიტანეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოში. ცხრა - რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა უგულებელყვეს, ორ შემთხვევაში კი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. “SK SOS-ის" ანგარიშში გასულ წელს წარმატებით დასრულებულ საქმეთა შორის არის ინგუში მარინა ანდიევას საქმე, რომელსაც საკუთარი ნათესავები ემუქრებოდნენ. ნახსენებია ასევე ჩეჩენი რიზვან დუდაევის შემთხვევა, რომელიც გროზნოს „გეების ციხეში“ ჰყავდათ დაპატიმრებული. უფლებადამცველების ძალისხმევით, სომხეთმა უარი თქვა სალმან მუკაევის ექსტრადიციაზე ჩეჩნეთში, სადაც მას ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით გასამართლება ელოდებოდა. ასევე ნახეთ რუსეთში სასკოლო პროგრამიდან ამოიღეს მოთხრობა, რომელიც ტყვე კავკასიელი მებრძოლისადმი რუსი ჯარისკაცის ჰომოსექსუალურ ლტოლვაზეა 2022 წლის დეკემბრიდან რუსეთში აკრძალულია ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერობის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება, რისთვისაც გათვალისწინებულია 400 ათას რუბლამდე ჯარიმები ფიზიკური და ხუთ მილიონ რუბლამდე იურიდიული პირებისა და ორგანიზაციებისათვის. 2023 წლის 30 ნოემბერს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, იუსტიციის სამინისტროს თხოვნით, არარსებული "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის"...