საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 აპრილს გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამდებობიდან გათავისუფლდა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის უფროსი. ამ თანამდებობას გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე 2021 წლის 23 აპრილიდან იკავებდა. შალვა ლომიძის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უწყებებში შალვა ლომიძე 2005 წლიდან მუშაობდა. დაზვერვის სამსახურის უფროსად ის დაინიშნა წინა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის დროს. შალვა ლომიძე მისი სამუშაო გამოცდილების შესახებ: 2020 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას; 2014 წელს გახდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; 2014 წელს შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურში დირექტორატის უფროსის მოადგილისა და შემდგომ დირექტორატის უფროსის თანამდებობებს იკავებდა; 2012 წელს იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2005-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე. ...