საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ე.წ. აგენტების კანონის საპირწონედ არეგისტრირებენ კანონპროექტს „ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“. ინიციატორები არიან ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია. კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ „ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. „მაშინ, როდესაც თითქოს გამჭვირვალობის მიზეზით, "ოცნება" იცავს მის კანონს, სინამდვილეში არათუ ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტ სახელმწიფოსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, არამედ ოკუპანტ ქვეყანაზე მეტად ერჩის და ემუქრება სტრატეგიულ პარტნიორებს“, - განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა. რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ ინიციირებული კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომლებიც რუსეთის ინტერესებით ცდილობენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას. три „ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და პირველი ნაბიჯი მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს“, - აღნიშნავს ევროკავშირის პრესსპიკერი პეტერ სტანო. ევროკავშირის განცხადებით, „გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული“. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს: „მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება“. ასევე ნახეთ ევროკავშირში მეორე უნგრეთი არ გვჭირდება - ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი „აგენტების კანონზე“ „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. 3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის...