აშშ და ფინეთი შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ "უცხო სახელმწიფოების ინფორმაციით მანიპულირებასთან დაპირისპირებაში", - იუწყება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 4 აპრილს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს ბრიუსელში, ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე. ორი ქვეყანა გამოვიდა დაპირებით, რომ გაფართოვდება "ინფორმაციის გაზიარება უცხოეთის დეზინფორმაციის შესახებ, გაზიარებული იქნება საუკეთესო პრაქტიკები ამასთან დასაპირისპირებლად" და გატარებული პოლიტიკა შესაბამისობაში მოვა აშშ-ის ჩარჩოსთან, რომელიც ემსახურება უცხოეთის სახელმწიფოების მხრიდან ინფორმაციით მანიპულაციასთან ბრძოლას. "ინფორმაციით მანიპულაცია წარმოადგენს მზარდ გამოწვევას დემოკრატიული ქვეყნებისთვის და ღია საზოგადოებებისთვის", - თქვა ვალტონენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ...