საპარლამენტო უმრავლესობამ 3 აპრილს პარლამენტში ოფიციალურად დაარეგისტრირა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, ასევე, ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და საქართველოს კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. საქართველოს კანონის პროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წარდგენისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ კანონპროექტის ტექსტი შარშანდელია, მხოლოდ ერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ასევე ნახეთ რის ჩაწერას მოითხოვს „ოცნება“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან“ დეკლარაციაში? დეტალები შეიძლება დაჩქარებული წესის გამოყენება? არა. ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით ვერ განიხილება. დაჩქარებული წესით მიღება გულისხმობს მის სამივე მოსმენით განხილვასა და დამტკიცებას ერთი კვირის განმავლობაში. ამ პროცედურის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც მოქმედ კანონში შედის ცვლილებები. ახლა კი სრულიად ახალი კანონის მიღება იგეგმება. სტანდარტული წესი როგორია? სტანდარტულად, კანონპროექტის დამტკიცებას, მისი დარეგისტრირებიდან, საბოლოოდ მიღებამდე (კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით განხილვა და მიღება), დაახლოებით, 45 კალენდარული დღე სჭირდება, თუკი მაშინვე დაიწყება მისი განხილვა. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიხსნება ოფიციალური მსჯელობა. მამუკა მდინარაძემ თქვა, კანონპროექტის სამივე მოსმენაზე მიმდინარე სესიაზე მეტ დროს არ დავხარჯავთო. რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს (28 ივნისს) სრულდება. ასევე ნახეთ ევროკავშირი „აგენტების კანონზე“: გამჭვირვალობა შეზღუდვის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს ლგბტ უფლებების შემზღუდავი პროექტები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) 83 დეპუტატია. კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში (ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები) შესწორებას ითვალისწინებს. კონსტიტუციის მოქმედ რედაქციის 30-ე მუხლში წერია: 1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. 2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. პროექტის თანახმად, ამ მუხლს დაემატება მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. პროცედურულად, სწორედ, ამ შესწორების მიღების შემდეგ იქნე...