აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, 4 აპრილს უთხრა, რომ აშშ-ის მხრიდან ღაზაში მიმდინარე ომში ისრაელის სამომავლო მხარდაჭერა დამოკიდებულია ახალ ნაბიჯებზე სამოქალაქო პირების და ჰუმანიტარული მუშაკების დასაცავად. ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდასხმებს ღაზაში შეეწირა საკვებით დახმარების ორგანიზაციის შვიდი თანამშრომელი, რამაც კიდევ უფრო გაართულა ორი ლიდერის ურთიერთობა. თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა "მკაფიოდ თქვა, რომ ისრაელმა უნდა გამოაცხადოს და დანერგოს სპეციფიკური, კონკრეტული და გაზომვას დაქვემდებარებული ნაბიჯები სამოქალაქო პირებს შორის ზიანთან, ჰუმანიტარულ ტანჯვასთან და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოებასთან მიმართებით". ასევე ნახეთ "ექიმები უსაზღვრებოდ" უარყოფს ისრაელის პოზიციას "დასანან ინციდენტზე", რომელსაც ჰუმანიტარული მუშაკები ემსხვერპლნენ ...