თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა IDFI-ის ცნობას, რომლის თანახმად, სასამართლომ შეაჩერა ოთხი მოსამართლის, მათ შორის, მეთოფიშვილის ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების შესახებ „ანტიკორუფციული ბიუროს“ დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილება. მოსამართლე აცხადებს, რომ არ ეშინია ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების პროცედურის და სასამართლოს მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიაზე მიუთითებს. „დავიწყებ იმით, რომ არც მე და არც ჩემს კოლეგებს არაფრის გვეშინია, მით უმეტეს - ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართული შემოწმების პროცედურისა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მიჩნდება კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია დღემდე და მაფიქრებინებს, რომ ეს მორიგი აჟიოტაჟიც სასამართლოს მიმართ წლების მანძილზე მიმდინარე ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია“, - წერს მეთოფიშვილი. ასევე ნახეთ ოთხი მოსამართლე წინააღმდეგია, მათი ქონებრივი მდგომარეობა ანტიკორუფციულმა ბიურომ შეამოწმოს მოსამართლე აღნიშნავს, რომ უკვე არაერთხელ მოუწია დეკლარაციების სიზუსტის დადასტურება. „უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან არსებული, ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული კომისია ყოველწლიურად ერთსა და იმავე, 40-მდე მოსამართლეს ირჩევს მონიტორინგის განსახორციელებლად. უკვე სათვალავი აგვერია, იმდენჯერ ვიყავით მონიტორინგში და იმდენჯერ მოგვიწია ჩვენი დეკლარაციების სიზუსტის დადასტურება, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებებით. ჩვენი პირველი შეკითხვაც სწორედ ესაა: რატომ და რა ნიშნით ხდება მონიტორინგს დაქვემდებარებული მოსამართლეების შერჩევა? დისკრიმინაციული მოპყრობა განა სხვა რა არის, თუ არა რაციონალური ახსნის გარეშე პირთა გარკვეული ჯგუფისადმი განსხვავებული მოპყრობა?! - აღნიშნავს სერგო მეთოფიშვილის და განაგრძობს, - ასევე გვაქვს საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ჩვენ მიერ მონიტორინგის პროცესში წარდგენილი, ჩვენი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციების კონფიდენციალურობა ამ კომისიისაგან დაცული არ არის და ეს ინფორმაცია ხვდება მავანთა ხელში! დეტალებზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, თუმცა - ამ საკითხზე სიღრმისეულად ვისაუბრებთ სწორედ სასამართლო განხილვისას“. три მოსამართლემ აქცენტი დასვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა: „უცნაურია ე.წ. არასამთავრობო სექტორის ლოგიკა: ჩვენ, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ბრალს გვდებენ, რომ თითქოს გავურბივართ ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების პროცესს; თ...