"ბიბისის" და "მედიაზონის" ჟურნალისტებმა დაადასტურეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის 50 ათასი ჯარისკაცის დაღუპვა. მათ შორის არიან ჯარისკაცები, რომელთა ბედის შესახებ ახლობლებმა ვერაფერი შეიტყვეს ორი წლის განმავალობაში. ჟურნალისტები მოხალისეთა ჯგუფთან ერთად საჯარო წყაროების საშუალებით აღნუსხავენ დაღუპულ ჯარისკაცებს - მედიაში ახლობლების მიერ გამოქვეყნებული ცნობების, ოფიციალური ხელისუფლების განცხადებების და ადგილობრივი მედიისა და იმ სასწავლებლების ცნობებზე დაყრდნობით, სადაც ჯარისკაცები სწავლობდნენ. მონაცემების შესწავლის შედეგად, მკვლევრებმა მიაგნეს სავალდებულო სამსახურში გაწვეული სულ მცირე 101 ჯარისკაცის გვარს, რაც ეწინააღმდეგება ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომ წვევამდელები ომში არ მონაწილეობენ. მათი ნაწილი დაიღუპა ბელგოროდის ოლქში, სადაც საზღვარს იცავდნენ და ოფიციალურად არ იბრძოდნენ უკრაინაში. ასევე ნახეთ რუსეთი ქმნის 100 000-კაციან სამხედრო დაჯგუფებას მოსალოდნელი შეტევისთვის - გენერალი ალექსანდრ პავლიუკი ...