რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკის ხელისუფლება 5 აპრილს იტყობინებოდა, რომ ქალაქის სამრეწველო რაიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა რადიაციის დონის გაზრდის გამო. რაიონში შესვლა შეიზღუდა, რადგან სპეციალისტები რადიაციის წყაროს დადგენაზე მუშაობენ. ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სააგენტო „ერ-ბე-კა“ იტყობინება, რომ ამ რაიონში ჯართის მიღების პუნქტი მოქმედებს. ...