აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელითაც არის ცნობილი, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონის ხელახალ ინიციირებასთან დაკავშირებით თავმჯდომარის განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ ეს არის რუსული სტილის კანონპროექტი. „ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონმდებლობის მსგავსი და მისით შთაგონებული... მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, მიატოვოს ეს კანონპროექტი და დაუბრუნდეს ლიბერალურ-დემოკრატიულ მიმართულებას და თავისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს“, - წერია განცხადებაში. ასევე ნახეთ სასწორზე ქართველი ხალხის მომავალი დევს - ევროპის 12 ქვეყნის საგარეო კომიტეტები ასევე ნახეთ მილერი „აგენტების კანონზე“: ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ასევე ნახეთ ევროკავშირი „აგენტების კანონზე“: გამჭვირვალობა შეზღუდვის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს „ქართული ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა ჯერ კიდევ 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს „აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. 2023 წელს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება. მარტის მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, უმრავლესობა იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაეწვია. „ქართული ოცნება“ კანონის მიღების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ „ე.წ. სამოქალაქო სექტორი“ რჩება „ყველაზე გაუმჭვირვალედ“, რაც „მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის“. ასევე ნახეთ პესკოვი ე.წ. აგენტების კანონზე: აბსურდულია მისი „რუსულ პროექტად“ მიჩნევა ...