რუსეთის სამხრეთის რეგიონიდან მაშველებმა ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, მას შემდეგ, რაც ნაწილობრივ გასკდა კაშხალი და შეიქმნა მისი სრული კოლაფსის საფრთხე. მაშველებს 6 აპრილს გასაბერი ნავებით გადაჰყავდათ ხალხი უფრო შემაღლებულ ადგილებზე, მდინარე ურალის ადიდების ფონზე ორენბურგის რეგიონში, ქალაქ ორსკის ჩათვლით. სახელმწიფო სააგენტო TASS-ი 6 აპრილს იუწყებოდა კაშხლის სრულ კოლაფსზე, თუმცა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით ეს ცნობა უარყვეს. სამთავრობო უწყებების განცხადებით, წყალდიდობით მოცულ რეგიონში ნაპოვნია სამი გვამი, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია სამივე ადამიანის სიკვდილი თუ უკავშირდება წყალდიდობას. ორსკი სიდიდით მეორე ქალაქია ორენბურგის რეგიონში, იქ 189 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. три ასევე ნახეთ რუსეთის ქალაქ ორსკში კაშხლის დაზიანების შემდეგ მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს ...