6 აპრილს ჰააგაში გარემოს დასაცავად გამართულ, მასშტაბურ აქციაზე დააკავეს ცნობილი შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი. ის პოლიციამ დიდი ავტობუსით წაიყვანა სხვა დემონსტრანტებთან ერთად, რომლებიც მანამდე ცდილობდნენ დაებლოკათ ქალაქში შემავალი მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალი. დემონსტრანტებს, რომლებსაც ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით "შეწყვიტეთ საწვავის სუბსიდირება" და "პლანეტა კვდება", დაუპირისპირდა ათობით პოლიციელი, ზოგი მათგანი ცხენზე იყო ამხედრებული. თუნბერგი აქციას დაწყებისას შეუერთდა, ის ჯგუფთან ერთად სკანდირებდა სიმღერებს, სანამ დემონსტრანტებს პოლიცია შეაჩერებდა. ორგანიზატორთა თქმით, დემონსტრაცია იყო ნაწილი ჰოლანდიის მთავრობაზე ზეწოლისა, ივნისში დანიშნული მორიგი დებატების წინ საწვავის სუბსიდირების საკითხზე. ასევე ნახეთ შვედი ბუნებისდამცველი დააჯარიმეს, რადგან არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას ...