პატიმრობაში მყოფი ბელარუსი ოპოზიციონერი, მარია კალესნიკავა გავრცელებული ცნობებით წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში უკანონოდაა მოთავსებული სამარტოო საკანში, მას კონტაქტი არ ჰქონია თავისი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან - რის გამოც მისმა ახლობლებმა არ იციან როგორია კალესნიკავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაახლოებით ერთი წლის წინ გაკეთებული ოპერაციის შემდეგ. კალესნიკავა 2020 წელს გახდა ერთ-ერთი ლიდერი საპროტესტო გამოსვლებისა, რომლებიც იმართებოდა ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით. 2021 წლის სექტემბერში მას 11 წლით მიუსაჯეს პატიმრობა. წელიწადზე მეტია კალესნიკავას შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა - უთხრეს წყაროებმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბელარუსის მთავრობის მხრიდან შურისძიების საფრთხის გამო. წყაროების თქმით, ოპოზიციონერი წელიწადზე მეტი დროის წინ მოათავსეს სამარტოო საკანში - რაც არის დარღვევა ბელარუსის კანონებისა, რომელთა თანახმადაც სამარტოო საკანში პირმა მაქსიმუმ ექვსი თვე შეიძლება დაჰყოს. ასევე ნახეთ ბელარუსი აცხადებს, რომ პარლამენტის ყველა ადგილი შეივსო არჩევნებით, რომელსაც აშშ "სიყალბეს", ოპოზიცია "ფარსს" უწოდებს ...