სლოვაკეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 53,8%-ით გაიმარჯვა პეტერ პელეგრინიმ, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ და პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოკავშირემ. ოპოზიციის კანდიდატმა, ყოფილმა საგარეო მინისტრმა, ივან კორჩოკმა ხმების 46,73% მიიღო. პელეგრინის გამარჯვება გააძლიერებს ფიცოს ძალაუფლებას, მისთვის და მისი მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პოსტებზე კონტროლის მიცემით. ამავდროულად, ეს სლოვაკეთს და ევროკავშირს მოაკლებს უკრაინის მომხრე მნიშვნელოვან ხმას. ასევე ნახეთ სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნები გადაწყვეტს, გაძლიერდება ფიცო თუ დასუსტდება წინა პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის მეზობელი უკრაინის ურყევი მხარდამჭერი იყო რუსეთთან მის ბრძოლაში. ჩაპუტოვამ მეორე ვადით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ...