კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, სტადიონის მშენებლობაზე, მუშა დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 32 წლის კაცი მიწის მასამ მოიყოლა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ...