სამი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას ფრონტისპირა ქალაქ გულიაიპოლეზე, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ზაპოროჟიეს რეგიონში 7 აპრილს, დილით - იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს საჰაერო და საარტილერიო იერიშებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. "ორი კაცი და ერთი ქალი დაიღუპნენ თავიანთი სახლის ნანგრევებში, რომელსაც რუსეთის ჭურვი მოხვდა" - წერს ადგილობრივი გუბერნატორი, ივან ფედოროვი ტელეგრამით. რუსეთმა ისროლა "შაჰედის" ტიპის 17 დრონი და 10 რაკეტა, ღამის განმავლობაში განახორციელა 88 საჰაერო იერიში - იუწყება უკრაინის გენერალური შტაბი 7 პარილს და დასძენს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურა რუსეთის მიერ გაშვებული 17-ვე დრონი. უკრაინის არმიის ცნობითვე, ბოლო დღის განმავლობაში მოხდა 57 სახმელეთო შეტაკება უკრაინის ჯარისკაცებსა და იქ შეჭრილი რუსეთის ძალებს შორის. უკრაინამ მოიგერია რუსეთის 26 შეტევა აღმოსავლეთში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში და განახორციელა თავდასხმები რუსეთის პოზიციებზე 14 არეალში, რითიც გამოიწვია "დანაკარგები ადამიანურ ძალებსა და შეიარაღებაში" - ამბობს უკრაინის არმია განცხადებაში. ასევე ნახეთ ახალწვეულები, პატიმრები, მობილიზებულები... - პუტინი ხარკოვზე იერიშისთვის ემზადება?! ...