რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 8-9 აპრილს ეწვევა რუსეთის მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ პარტნიორ სახელმწიფოს, ჩინეთს, რათა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან განიხილოს "საკითხთა ფართო სპექტრი", მათ შორის "უკრაინის კრიზისი" - იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტი 7 აპრილს. რუსეთის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პროგრამა მოიცავს ორმხრივი კავშირების საკითხსაც და თანამშრომლობასაც საერთაშორისო თუ რეგიონულ დაჯგუფებებში - მათ შორის გაეროში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, დიდ ოცეულსა და აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატში - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ასევე ნახეთ პარიზი ჩინეთისგან „მკაფიო გზავნილებს“ ელის რუსეთის მიმართ ...