თურქეთმა უვიზო რეჟიმი გაუუქმა ტაჯიკეთის მოქალაქეებს - ეს ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის ოფისმა 6 აპრილს გაავრცელა, გადაწყვეტილების მიზეზების დაკონკრეტების გარეშე. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ანკარას დუშანბესთვის არ შეუტყობინებია თავისი გეგმა გაეუქმებინა უვიზო რეჟიმი, რომელიც 2018 წლიდან მოქმედებდა და ტაჯიკეთის მოქალაქეებს უფლებას აძლევდა თურქეთში ვიზის გარეშე 90 დღის განმავლობაში დარჩენილიყვნენ. ასევე ნახეთ რა მოხდება, თუ შრომითი მიგრანტები რუსეთში აღარ ჩავლენ ქსენოფობიისა და რუბლის კურსის გამო? დემოგრაფი განმარტავს ...