არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და „ქართული ოცნების“ იმ წევრებს მიმართეს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. „მოვუწოდებთ მათ, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები“ - ნათქვამია განცხადებაში. განცხადების ავტორები გამოყოფენ ირაკლი კობახიძეს (9 წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ისა და გაეროს ორგანიზაციებში), შალვა პაპუაშვილს (17 წელი მუშაობდა გერმანულ ფონდში), გივი მიქანაძეს (10 წელი ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა), რატი იონათამიშვილს (9 წელი ევროკავშირის, USAID-ისა და სხვა საერთაშორისო ფონდების დაფინანსებას იღებდა), ნიკოლოზ სამხარაძეს (11 წელი მუშაობდა ევროკავშირისა და გაეროს პროგრამებში), არჩილ თალაკვაძეს (3 წელი მუშაობდა აშშ-ის ორგანიზაციებსა და „სოროსის ფონდში“) და მაია ბითაძეს (15 წელი მუშაობდა გაეროს, ეუთოს, მსოფლიო ბანკის ორგანიზაციებში). განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დღეს ისინი აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის.“ ასევე ნახეთ „ოცნების“ ეს 24 პოლიტიკოსი „უცხოურ ძალასთან“ ან მათი „ინტერესების გამტარებელთან“ მუშაობდა „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ საკუთარი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად”, - წერია განცხადებაში. ასევე ნახეთ საიდან მოდის საფრთხე? "აგენტების კანონის" საპირწონედ პარლამენტში ოპოზიციის პროექტიც განიხილება ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, "მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი"; "მწვანე ალტერნატივა"; "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია"; "პლატფორმა სალამ"; "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"; "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი"; "საფარი"; "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"; "საქართველოს ევროპული ორბიტა"; "საქართველოს რეფორმების ასოციაცია"; "საქართველოს სასამართლოს გუშაგი"; "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი"; "სოციალური სამართლიანობის...