რუსეთის ხელისუფლებამ 7 აპრილს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ორენბურგის წყალდიდობით მოცულ ადგილებში - იუწყება სახელმწიფო მედია. წყალდიდობამ, რომელიც მოჰყვა მდინარე ურალის წყლის დონის მატებას, 4000-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის 885 ბავშვის ევაკუაცია გამოიწვია - აცხადებს რეგიონის გუბერნატორი. სახელმწიფო სააგენტო TASS-ი იუწყება, რომ დაიტბორა კიდევ 2000 სახლი, რაც საერთო მონაცემს რეგიონში 6300-მდე ზრდის. რუსეთის საგანგებო ვითარებათა მინისტრი ალექსანდრ კურენკოვი 7 აპრილს ჩავიდა ორსკში - ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზიანებულ ქალაქში - რათა სამაშველო ოპერაციებს უხელმძღვანელოს. ასევე ნახეთ სამხრეთ რუსეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, კაშხლის დაზიანების შემდეგ ...