პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო. ფოტო საჯარო რეესტრის ვებსაიტიდან რეესტრმა საკითხის შესწავლისას რამდენიმე გარემოება გამოავლინა: ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერდა წარდგენილ განცხადებას; სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებას ხელს აწერდა მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე; სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა წევრთა პირადობის მოწმობების ნომრების შესახებ ინფორმაციას; სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებული იყო არაერთგვაროვნად; სარეგისტრაციოდ წარდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას; სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით, პარტიის წევრთა ყრილობა არ იყო განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ; სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებდა. „შარი ვერაფერზე ვერ მოგვდეს. დღეს, როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს ხელი უნდა მოეწერა ჩვენი პარტიის არჩევნებში რეგისტრაციაზე, მოგვივიდა მათგან ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრმა პარტია გააუქმა“, - თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, გვერდი1 საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, გვერდი 2 საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, გვერდი 3 რამდენიმე დღის წინ „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ცესკოს 2024 წლის არჩევნებისთვის რეგისტრაციის გასავლელად მიმართა და რამდენიმე ათასი ხელმოწერაც შეიტანა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროცედურული ნაწილის გავლის შემდეგ საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე რეგისტრაციის შესახებ დადგენილების გამოქვეყნებას ელოდებოდნენ. ასევე ნახეთ კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ ცესკო მათ პარტიას 2024 წლის არჩევნებისთვის არეგისტრირებს საქართველოში არაერთი აქცია ჩატარებულა „კონსერვატიული მოძრობის“ ლიდერების ორგანიზებით. მაგალითად, 2021 წლის 5 ივლისს, როცა დედაქალაქში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, „ალტ-ინფოს“ მოწოდებით ქუჩაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. იმ დღეს მათ იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე. ...