ევროპის დღეების აღსანიშნად მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 600 ათასი ლარი გამოყო. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერით განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ 4 აპრილს გამოაქვეყნა. ამავდროულად, დღეს პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც სამოქალაქო სექტორში ანტიევროპულ კანონს უწოდებენ და ევროინტეგრაციის ხელშემშლელ ფაქტორად განიხილავენ. ასევე ნახეთ 400-ზე მეტი NGO და მედიასაშუალება: ე.წ. აგენტების კანონის მიღება შეუძლებელს გახდის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას დამატებით ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მთავრობა 500 ათასი ლარის ღირებულების კამპანიის წარმოებას გეგმავს. ასევე ნახეთ მთავრობა ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად კამპანიას გეგმავს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში ცხრა დათქმით მიიღო. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და [უცხოურ] ჩარევასთან ბრძოლა. ასევე ნახეთ რას მოიცავს 9 დათქმა - ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა ...