გასულ კვირაში ციხეში გარდაიცვალა ალექსანდრ დემიდენკო, ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი, რომელიც ბელგოროდის რეგიონში უკრაინელ ლტოლვილებს უკრაინაში დაბრუნებაში ეხმარებოდა - განაცხადეს მისმა ადვოკატმა და ოჯახმა 8 აპრილს. 61 წლის აქტივისტი, რომელიც ღიად აპროტესტებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას, ოქტომბერში დააკავეს. თავიდან მას 10 დღით მიუსაჯეს პატიმრობა, საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღების ბრალდებით. მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ დემიდენკოს სახლში აღმოაჩინა ძველი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დამზადებული ყუმბარა, ნაღმი და ყუმბარის ორი დეტონატორი - და მას იარაღის უკანონო ფლობაში დასდო ბრალი. ასევე ნახეთ რუსული ბიოპოლიტიკა - ებრძოლო მკვდრებსაც ...