საქართველოში პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. 35 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. ასობით დაშავდა. 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. три ასევე ნახეთ რადიკალები და წაქეზებული ბავშვები ბენზინიანი ბოთლებით - „9 აპრილი“ პროპაგანდის თვალით ასევე ნახეთ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი - დაკარგული დოკუმენტის ისტორია ასევე ნახეთ სისხლიანი აპრილის საგაზეთო ქრონიკა ასევე ნახეთ საქართველოს დამოუკიდებლობა - ორი „9 აპრილის“ პირმშო ...