ჩინეთმა და რუსეთმა ერთმანეთს დაუდასტურეს „უპრეცედენტო დონის" სტრატეგიული პარტნიორობა. დღეს, 9 აპრილს, პეკინში გაიმართა ჩინეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ვან ის და სერგეი ლავროვის მოლაპარაკება. როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ წერენ, შეხვედრის დასაწყისში, რომელიც მედიისთვის საჯარო იყო, ვან იმ ლავროვს უთხრა, რომ ჩინეთი, როგორც რუსეთის მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ დაუჭერს მხარს რუსეთის „სტაბილურ განვითარებას და აღორძინებას პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით“. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პეკინი და მოსკოვი განაგრძობენ მსოფლიო არენაზე სტრატეგიული ურთიერთქმედების განმტკიცებას. მოლაპარაკების შემდეგ ვან იმ და სერგეი ლავროვმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. რუსული სააგენტოების ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად წინააღმდეგობას გაუწევენ გამყოფი ხაზების შექმნის და არსებული კავშირების ხელყოფის მცდელობებს, უზრუნველყოფენ წარმოების და მომარაგების ჯაჭვის უწყვეტობას, იმოქმედებენ ჰეგემონიის, ძალის პოლიტიკის და მონოპოლიზაციის წინააღმდეგ და ხელს შეუწყობენ საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციას. ვან ის თანახმად, აუცილებელია სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ახალი მოდელი, რომელიც კონფრონტაციის ნაცვლად დიალოგს და პარტნიორობას დაეფუძნება. ასევე ნახეთ იელენი: ჩინეთის ბანკებს, რომლებიც რუსეთს სამხედრო ინვენტარის შეძენაში ეხმარებიან, შესაძლოა სანქციები დაეკისროთ სააგენტო „ტასის“ ცნობით, ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ვან იმ ისიც განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს დროულად მოწვევას საერთაშორისო კონფერენციის, რომელსაც როგორც რუსეთი, ისე უკრაინა დაეთანხმება და ყველა მხარის თანაბარი მონაწილეობით „სამართლიანად“ იქნება განხილული „ყველა სამშვიდობო გეგმა“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის და ჩინეთის ლიდერების წყალობით, ორი ქვეყნის პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები „უპრეცედენტო დონეზე" ავიდა და რუსეთის პრეზიდენტად პუტინის ახალი ვადით არჩევა ამ ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების დამატებითი გარანტიაა. ლავროვის განცხადებით, რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება პატივისცემის, თანასწორობის, სანდო დიალოგის და ურთიერთმხარდაჭერის პრინციპებს ისეთ საკითხებში, რომლებიც ორი ქვეყნის ინტერესებშია და ეს პარტნიორობა არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკინში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 8 აპრილს ჩავიდა. ასევე ნახეთ „არ ვიცი, რას ნიშნავს“ - პრეზიდენტი „ოცნებას“ არც ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში ეთანხმება რუსეთ-უკრაინის...