რუსეთმა ყაზახეთს საწვავის დეფიციტის შემთხვევაში 100 000 ტონა ბენზინის მიწოდება სთხოვა. ამის შესახებ Reuters-ი სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ გამოცემას უთხრა, რომ გარიგება უკვე შეთანხმებულია. რუსეთის ხელისუფლების ასეთი მოთხოვნის მიზეზს გამოცემა "ვაჟნიე ისტორიის" წყაროები ხედავენ იმაში, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშებმა მწყობრიდან გამოიყვანა რუსული ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის 15%-ზე მეტი. "ზარალის მასშტაბიდან გამომდინარე, რემონტს შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს და მნიშვნელოვანი ხარჯები დასჭირდეს", - მოჰყავს გამოცემას ნატოს ანონიმური წყაროს სიტყვები. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეული შედეგების გამო შემცირებას განაგრძოს ბენზინის და დიზელის საწვავის წარმოება. ასევე ნახეთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევამ რუსეთს 14%-ით შეუმცირა ბენზინის წარმოება 18-24 მარტის კვირაში რუსეთის ქარხნებმა აწარმოვეს 754,6 ათასი ტონა ბენზინი და 1,648 მილიონი ტონა დიზელის საწვავი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთმა აწარმოვა 880 ათასი ტონა ბენზინი და 1,770 მილიონი ტონა დიზელის საწვავი. ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის მარტის ბოლოსთვის ბენზინის წარმოების წლიური კლება 14%-ია, ხოლო დიზელის საწვავის - 7%. შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტის რისკის გამო, რუსეთმა მკვეთრად გაზარდა ბენზინის შესყიდვები ბელარუსიდან. თუ თებერვალში რუსეთმა 590 ტონა ბელარუსული ბენზინი შემოიტანა, მარტში ეს მაჩვენებელი უკვე სამი ათასი ტონა იყო. Bloomberg-ი წერს, რომ რუსეთი საზღვაო დიზელის საწვავის ექსპორტის ხუთთვიან მინიმუმამდე შემცირებას გეგმავს. 2024 წლის მარტის დასაწყისიდან დრონებით შეტევა იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მათ შორის კომპანიების, „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ ქარხნებზე რიაზანის და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში. ეს საწარმოები, რომლებსაც დრონებით დარტყმით გამოწვეული ხანძრის შედეგად პირველადი გადამუშავების დანადგარები დაუზიანდა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების პირველ ათეულში არიან და ბენზინით მოსკოვს ამარაგებენ. გამოცემა „ინსაიდერის“ ცნობით, 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის ათ რეგიონში დრონებით შეტევა იყო 15 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 192 მილიონი ტონაა. უკრაინის თავდაცვის ძალებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე გახშირებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. ...