სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ". გადაწყვეტილებაში, რომელიც პალატამ დღეს, 9 აპრილს, გამოიტანა, „ბორდერიზაცია“ შეფასებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობად. სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა შემდეგი მუხლების დარღვევას: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება); ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა); ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება); ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება); პირველი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლების დაცვა); მე-2 მუხლი (განათლების უფლება); მე-4 ოქმის მე-2 მუხლი (გადაადგილების თავისუფლება). три ევროსასამართლო მიუთითებს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც დაიწყო 2009 წელს და ცნობილია, როგორც „ბორდერიზაცია“, რომელიც უკრძალავს ხალხს ადმინისტრაციული საზღვრების თავისუფლად გადაკვეთას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს შორის (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი). ეს შეფასებულია, როგორც „2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მემკვიდრეობა“. ევროსასამართლოში წარდგენილ განაცხადში საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ ადამიანები დახოცეს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლის ან გასვლის მცდელობისას, ხოლო სხვები დააპატიმრეს, დააკავეს და/ან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას ადმინისტრაციული საზღვრის „არალეგალურად გადაკვეთისთვის“. ხალხს წაართვეს მიწა, რომელსაც ისინი სოფლის მეურნეობისთვის იყენებდნენ, განცალკევდნენ ოჯახის წევრები და ბავშვებს აიძულებდნენ, აერჩიათ რუსულ ენაზე სწავლა ან ხანგრძლივი და სახიფათო მგზავრობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლაში გაკვეთილებზე დასასწრებად. სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის ანგარიშები, საერთაშორისო მასალები და დაასკვნა, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო იზოლირებული და იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული, რათა მოეცვა დარღვევების სქემა ან სისტემა. უფრო მეტიც, ინციდენტებზე ეფექტიანი გამოძიების აშკარა ნაკლებობამ და ზოგადი ზომების გატარებამ ყველა პირთან მიმართებით დაადასტურა, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ლოიალური იყო მსგავსი პრაქტიკ...