გასულ კვირაში აშშ-ის მთავრობამ უკრაინის არმიას გადასცა 5000-ზე მეტი ავტომატი AK-47, ტყვიამფრქვევები, სნაიპერული შაშხანები, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები და 500 ათასზე მეტი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა. ამის შესახებ ნათქვამია შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ცნობაში. ამ ცეცხლსასროლ იარაღსა და ამუნიციას აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ და სამხედრო-საზღვაო ძალებმა გაუკეთეს კონფისკაცია ოთხ სატრანზიტო გემზე 2021 წლის მაისიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში. მათ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი უგზავნიდა იემენელ ჰუთებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევით, აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. „ეს იარაღი უკრაინას დაეხმარება რუსეთის შეჭრისგან თავის დაცვაში“ და ის ერთი ბრიგადის აღჭურვისთვის კმარა, აღნიშნეს ამერიკელმა სამხედროებმა. ...