თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე - „თავისუფლების მარში“ იმართება. სამოქალაქო აქტივისტები, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებენ მმართველი პარტიის მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას საქართველოს პარლამენტში. ასევე ნახეთ პრეზიდენტი: 8 აპრილს რუსული კანონის შეტანა პარლამენტში არის მათი დამარცხების ნიშანი აქციაზე ისმის შეძახილები: „საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!“ „ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!“ „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ три „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. 3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. ასევე ნახეთ „აგენტების კანონი“ და ლგბტ უფლებების შეზღუდვა - რა დრო დასჭირდება „ოცნებას“ საქმის ბოლომდე მისაყვანად ასევე ნახეთ რის ჩაწერას მოითხოვს „ოცნება“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან“ დეკლარაციაში? დეტალები ასევე ნახეთ „ოცნების“ ეს 24 პოლიტიკოსი „უცხოურ ძალასთან“ ან მათი „ინტერესების გამტარებელთან“ მუშაობდა ...