გაეროს მეთვალყურეების თანახმად, გასულ თვეში უკრაინაში მკვეთრად გაიზარდა სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლი მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს იერიშები. ამის შესახებ ლაპარაკია გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ანგარიშში, რომელიც 9 აპრილს გამოქვეყნდა. გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიის თანახმად, მარტში უკრაინაში დაიღუპა მინიმუმ 604 სამოქალაქო პირი, რაც 20%-იანი ზრდაა თებერვალთან შედარებით. დაღუპულთა შორის არის 57 ბავშვი, ორჯერ მეტი, ვიდრე თებერვალში. ასევე ნახეთ „ეს ომი ბევრად მეტია, ვიდრე თავად უკრაინა და კიდევ რამდენიმე წელს გასტანს“ - პროფესორი მაიკლ კლარკი მისიის თანახმად, სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის უდიდესი ნაწილი (93,5%), ასევე საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების უმეტესი შემთხვევები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოდის. ...