რუსეთში სამხედრო ტრიბუნალმა 10 აპრილს ორ პირს ცხრა-ცხრა წლით მიუსაჯა პატიმრობა ლეგიონ "რუსეთის თავისუფლებაში" გაერთიანების გეგმებისთვის. "რუსეთის თავისუფლება" იბრძვის უკრაინის მხარეს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ. დასავლეთის ქალაქ ლიპეტსკის მცხოვრები, 19 წლის ვსევოლოდ კულიკოვი, დამნაშავედ ცნეს სამხედრო აეროპორტზე ხანძრის გაჩენისა და სახელმწიფო ღალატის მცდელობაში. თათრეთის მკვიდრი ვიაჩესლავ კუზნეცოვი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატის მცდელობაში. 2023 წლიდან რუსეთში 100-მდე გამოძიება დაიწყო სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით - ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პოსტ-საბჭოთა რუსეთის ისტორიაში. ასევე ნახეთ გამოცემა „პროექტის“ გამოკვლევის მიხედვით, ექვს წელიწადში პუტინმა მეტი ადამიანის რეპრესირება შეძლო, ვიდრე ბრეჟნევმა ...